ხალხური სიმღერის ანსამბლი “სულიკო” კასპში

       3 დეკემბერს, კასპის კულტურის ცენტრ შპს „ჰარმონია“-ს სტუმრობდა თბილისის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებული, ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი “სულიკო”(სამხატვრო ხელმძღვანელი კახაბერ ონაშვილი) და კასპელი მაყურებლისათვის უფასო კონცერტი გამართა.
ანსამბლი “სულიკო” წლების წინ შეიქმნა და წარმატებით გამოდის სცენაზე. ამჯერადაც, საქართველოს კულტურის სამინისტროს ეგიდით რეგიონებში მართავს კონცერტებს და მსმენელს სიამოვნებას ანიჭებს. დღეს კასპელმა მაყურებელმა მოისმინა ხალხური სიმღერები და სიმღერები ხალხურ საკრავთა თანხლებით.

     ღონისძიებას ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ გოგიაშვილი,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა თათანაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა გოჩიტაშვილი, კასპის რწმუნებული ალექსანდრე გზირიშვილი და კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თეა ხორბალაძე.
კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, ხალხური სიმღერის ანსამბლ “სულიკო”-ს ხელმძღვანელებსა და წევრებს მადლობა გადაუხადა კასპელი მაყურებლისთვის ჩატარებულ  კონცერტისათვის და შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.

Leave a comment